ჩვენ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით, გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე - სოფო ლილუაშვილი
"მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყების წინ განაცხადა, რომ ნიკას გათავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
"თქვენ ზუსტად თქვით ნიკა გვარამიას ე.წ. პროცესი და ჩვენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს პროცესი არის ეგრეთ წოდებული და ეს პროცესი არის პოლიტიზებული. მგონია, რომ ეს ყველას ესმის, უბრალოდ ზოგს უნდა რომ არ გაიგოს და არ უნდა აღიაროს.
ჩემთვის რა თქმა უნდა, ყოველთვის ემოციურია ე.წ. სასამართლო პროცესი. ჩვენ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით ბოლომდე. ყველა იმ ადამიანის იმედი მაქვს, რომელიც ნიკას ეთანხმება ღირებულებებში და ჩვენთან ერთად იბრძვის, გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე“, - აღნიშნა ლილუაშვილმა „მთავართან“ საუბარში.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.