ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7920 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7980 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.60 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7105 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7124 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1502 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.0877 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 12 ოქტომბრიდან შევა ძალაში.