ევროკავშირი უკრაინისა და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს
ევროკავშირში უკრაინისა და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმების თანახმად, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გაცემული რუსული პასპორტების მფლობელებს ვიზას არ მისცემენ და ისინი ვერც შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებენ.
გადაწყვეტილებას შემდეგში ევროპარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალი 2008 წლის ომის შემდეგ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა.