ქართული პოლიტიკა მას არ აინტერესებს, ახლა საუბარია მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი ცუდადაა და საუბარია მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე.
„მე როგორც ადვოკატი, ვხედავ, რომ ცუდადაა. როგორია მისი ჯანმრთელობის ხარისხი, ამაზე დასკვნას ექსპერტები გააკეთებენ.
თვითონაც ჩემთან არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასულია, ქართული პოლიტიკა მას არ აინტერესებს, ახლა საუბარია მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე“, - ამბობს ხაჭაპურიძე.