12 000 ლარამდე თანხა საჩუქრად ბიზნესის წამოსაწყებად - ვინ და როგორ ისარგებლებს ამ პროგრამით
დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის განსახლებული საგრანტო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.
საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს, მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარია.
პროგრამის სამიზნე ჯგუფია სამინისტროს სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები.
პროგრამა მორგებულია დევნილთა საჭიროებებს, რომლებიც წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა. კვლევის შედეგების ანალიზით პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამუშავება.
გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდა საგრანტო პაკეტები, რომელთა შეთავაზება ხდება პროგრამის სამიზნე ჯგუფისათვის.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერის სამი პაკეტია გათვალისწინებული:
- მინი ტრაქტორი;
- მოტობლოკი - ძირითადი იმპლემენტებით
- მრავალწლიანი კულტურები.
სურსათის წარმოება-გადამუშავების სექტორში დასაფინანსებელი მიმართულებები შეზღუდული არ არის.
სრულყოფილად შევსებულ განაცხადთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის/პასპორტის ასლი;
- მიწის საკუთრების/თანასაკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საგრანტო პაკეტების შემთხვევაში)
- საგრანტო განაცხადით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ფართის ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სურსათის პირველადი წარმოება-გადამუშავების მიმართულების საგრანტო პაკეტის შემთხვევაში)
- მრავალწლიანი კულტურების საგრანტო პაკეტზე განმცხადებელმა ზემოჩამოთვლილ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს 1 ინვოისი, სადაც მითითებული იქნება შესასყიდი კულტურა, ნერგების რაოდენობა, თითოეული ნერგის ფასი, ჯამური ღირებულება და ნერგის მახასიათებლები.
წყარო - primetime