ბათუმში, სავარაუდოდ, რუსული ნავთობით დატვირთული მატარებელი დგას - ვაგონებს "გაზპრომი" აწერია
ბათუმში, სავაგონო დეპოში, სავარაუდოდ, ნავთობით დატვირთული ვაგონები დგას, რომლებსაც "გაზპრომი" აწერია. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
უცნობია, თუ საიდან და როგორ შემოვიდა, სავარაუდოდ, რუსული წარმომავლობის ნავთობი ბათუმში.
საკითხზე სავაგონო დეპოში კომენტარს არ აკეთებენ.