ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.18 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6970 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7057 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.87 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1492 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.0923 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 ოქტომბრიდან შევა ძალაში.