თეგებით ძიება

უკრაინა, ისევე როგორც მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ევროპული ოჯახის წევრები არიან - პორტუგალიის პრემიერი

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ განაცხადა, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება ძალისხმევის გაღება მათი ინსტიტუციების რეფორმირებისთვის.

"ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ გაფართოების პროცესს, რომ იმედი არ უნდა გავუცრუოთ მათ მოლოდინებს. ჩვენ თუ ძალიან სერიოზულად არ მივუდგებით ამ პროცესს, მოლოდინების იმედგაცრუებისთვის მომავალში უკუშედეგით დავზარალდებით. რას ნიშნავს ეს – პირველ რიგში, ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება ძალისხმევის გაღება მათი ინსტიტუციების რეფორმებისთვის, თუმცა ევროკავშირს ასევე სჭირდება საკუთარი ინსტიტუტების რეფორმა. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო, ჩვენი ამჟამინდელი წესებით, ვერ შევძლებთ ახალი წევრების მიღებას. ჩვენ თუ გვსურს, ვიყოთ სერიოზულები და იყოს შედეგი მიწვევისას, გვჭირდება ძლიერი ევროპული საყრდენები, რათა მივიღოთ ეს ახალი წევრები ჩვენს ოჯახში და მათ აქ ელოდებიან“, – განაცხადა პორტუგალიის პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა