გეტყვით, რატომ უნდა აიღოს კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა - რას ამბობს გიორგი ნონიაშვილი?
"ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონეშვილი ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედისი გამო დედაქალაქის მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ გეტყვით, რატომ უნდა აიღოს კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის, რაც 13 ოქტომბერს მოხდა ვაკის პარკში, არ არის ერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როცა კორუფცია და პოლიტიკური დაუდევრობა კლავს, ან შესაძლოა, მოკლას.
ეს არის ამ ხელისუფლების სამუშაო ზოგადი წესი. მინდა, ამის სადემონსტარციოდ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო.
წითელი ბაღის კეთილმოსაწყობად ქალაქის მერიამ ამავე შპს ,,გრინსერვისს" 2 მილიონი ლარამდე გადაუხადა. ერთ წელიწადში ბაღი უკვე სარემონტო მდგომარეობაშია, უსაფრთხოების ნორმები კი დაცული არაა.
გახსოვთ ალბათ 2016 წელს ვარკეთილის მეტროს რემონტი. 5 თვეში კი ჩამოინგრა. ამაში 1 მილიონი ლარი დავხარჯეთ. მშენებელ კომპანიას კი ამის შემდეგ სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების რემონტი ანდეს, არათუ დასაჯეს.
გლდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიამ შპს ,,ენსი"-ს 13 მილიონი ლარი გადაუხადა, შედეგად სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს გამართულად, ძლიერ წვიმაზე იტბორება, რაც მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასეთი საქმეები ბევრია", - განაცხადა ნონიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა.