სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ ქალაქ კიშინიოვს ეწვევა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.