"კორუფცია კლავს" "კორუმპირებული მერი" - კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით მერიასთან აქცია მიმდინარეობს
დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით იმართება.
აქციის მონაწილეთა თქმით, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა კახა კალაძემაც უნდა აიღოს. ადგილზე შავი კვამლი გაუშვეს.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, კახა კალაძე სამსახურში სავარაუდოდ, უკანა შესასვლელიდან შევიდნენ.
თბილისის მერიასთან მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში არსებულ ახალრეაბილიტირებულ შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა.