თეგებით ძიება
17. 10. 2022 მსოფლიო

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, სიღარიბეში 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა - გაერო

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და მისმა ეკონომიკურმა შედეგებმა, 4 მილიონი ბავშვი სიღარიბეში ჩააგდო, - ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა სააგენტომ, „იუნისეფმა” განაცხადა.

მათი ცნობით, კონფლიქტისა და მზარდი ინფლაციის გამო, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სიღარიბეში კიდევ ოთხი მილიონი ბავშვი აღმოჩნდა.

ორგანიზაციის მტკიცებით, რუსეთის მიერ მეზობელ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე მეტად რუსი და უკრაინელი ბავშვები დაზარალდნენ.

"სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების გაზრდილი რაოდენობის თითქმის სამი მეოთხედი რუსეთზე მოდის“, - აცხადებენ „იუნისეფში”.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა