თეგებით ძიება

ეს ჩვენი მოქალაქეების ძალით ჩართვაა უსამართლო ომში - პრეზიდენტი აფხაზეთიდან მობილიზაციაზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი აწარმოებს მობილიზაციას, რაც საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევაა.

"ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და ალბათ მსოფლიოსთვის მთლიანად და ამიტომ არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს აგრესიამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს უსამართლობამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს არაადამიანურობამ. ჩვენთვის, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები, ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია და კიდევ უფრო მას შემდეგ, რაც რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა თავის ტერიტორიაზე, რაც რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ეხება ჩვენ მოქალაქეებს, ეს არის მათი ყველანაირი უფლებების დარღვევა, მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში, რომელიც არანაირად მათი ომი არ არის", - განაცხადა პრეზიდენტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა