ვინ უნდა გამოიძიოს ვაკის პარკში მომხდარი, სამადაშვილმა?! „ჭიჭე“ ვაშაძემ?! - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა "ლელოს" მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც მმართველი გუნდისგან ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ მათ მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის დაწყებას ითხოვს.
"ის სამუშაოები, რაც გატარდა შადრევანთან დაკავშირებით, აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნით მიიღო მერიამ, (ბრალდებების) მცდელობაა ტრაგედიებზე მონადირეების მხრიდან, რომ ექსპლუატაციაში არ იყო მიღებულიო, იმდენად შტერები არიან (არ იციან, რომ )ეს არის პირველი კლასის ობიექტი, რომელიც არ გულისხმობს არც ნებართვას და არც ექსპლუატაციაში მიღებას, ჩვეულებრივად ჩატარდა სამუშაო და მერიის მოთხოვნით აკეთებინებს გამარჯვებული ექსპერტიზას აკრედიტებულ კომპანიას, მხოლოდ ამის შემდეგ იბარებს უკვე მერია. გამოძიება მიდის და თუ ამ ტრაგედიაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, გამოიკვეთება და პასუხისგებაში იქნება მიცემული. რაც შეეხება გარკვეულ ჯგუფებს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს - "ლელოს" ინიციატივა ამ თემაზე არის მცდელობა ისევ და ისევ შოუ დადგან. არის გამოძიება, რაც მიმდინარეობს, ხოლო მათი ამოცანაა შოუ დადგან. ვინ უნდა გამოიძიოს - სამადაშვილმა?! "ჭიჭე" ვაშაძემ?!", - განაცხადა ზარქუამ.
"ლელოს" ლიდერები ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას და ამ თემაზე მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიღებას ითხოვენ, რომელიც პარლამენტს განსახილველად გასულ წელს წარუდგინეს.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა.
წყარო: ipn.ge