თეგებით ძიება

სააკაშვილი, თურმე, პუტინის პირადი პატიმარი ყოფილა - ირაკლი ზარქუა PACE-ის რეზოლუციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა PACE-ის რეზოლუციას ეხმაურება და სამარცხვინოს უწოდებს.

"იმდენად უსუსურები იყვნენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ისე მათი სატელიტები უკრაინის რადაში და მათ შორის ევროსაბჭოს წარმომადგენელი, ვინც ჰყავთ, ის ფასიანი ლობისტები, რომ 55 ხმით მოხდა, ამ სამარცხვინო რეზოლუციის მხარდაჭერა. წარმოიდგინეთ, 600 კაციან დარბაზში, მხოლოდ 55 ადამიანი გამოიძებნა, მათ შორის ხატია დეკანოიძე და მისი შანტრაბა. რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია, მაგრამ ჩვენ ვერ გავიზიარებდით იმ სიცურეს, რაც მეოთხე პუნქტში იყო. თურმე სააკაშვილი, რომელიც კონკრეტული ბრალდებულია და მისჯილი აქვს, თურმე პუტინის პატიმარია ყოფილა“, - ამბობს ზარქუა.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს და რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა.

ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენებული. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რატომაც "ოცნებამ" რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა