რატომ უნდათ ამ ადამიანის საქართველოში სიკვდილი, ნამდვილად არ მესმის. ვის სჭირდება ეს? - გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"უარესად არის, ვიდრე სექტემბერში იყო. ვერ დადის. ფეხზე ადგომა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგომა რომ სჭირდება დადის მაგ საყრდენით. სიმპტომების აღწერა შეიძლება ხვალ დილამდე გაგრძელდეს. აბსოლუტური კოშმარია და რატომ უნდათ ამ ადამიანის საქართველოში სიკვდილი, ნამდვილად არ მესმის. ვის სჭირდება ეს? რაში სჭირდება ეს ხელისუფლებას ან საქართველოს ან ქართველ ხალხს? სამართლებრივი საკითხიც კი აღარ არის. სასაცილოა საერთოდ პოლიტიკური სარჩულის დადება. კვდება ადამიანი“, - აღნიშნა ვაშაძემ.