არავითარ შემთხვევაში - გრიგოლ ვაშაძე ენმ-ში დაბრუნებაზე
ოპოზიციონერი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას არ აპირებს.
"არასოდეს, არაფრის გულისთვის, არავითარ შემთხვევაში. ვინც გინდა წავიდეს, ან მოვიდეს. არ მიდიან იმისთვის, რომ მერე უკან დაბრუნდნენ. თქვენს თვალში ისეთი რეპუტაცია მაქვს, რომ რაღაც მოუფიქრებლად გავაკეთო?! უკან დაბრუნება იდიოტიზმია“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.