ყველა შეგვძრა ვაკის პარკის ტრაგედიამ - დეპუტატებმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო, რითაც კანონონმდებლებმა 13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპულ 13 წლის მარიტას ხსოვნას მიაგეს პატივი.
პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით, გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს.
"ყველა შეგვძრა თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ასეთ დროს, თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერკმრთალდება. მინდა, რომ თქვენი და ჩემი სახელით გამოვხატო იმ მწუხარების თანაზიარება, რომელსაც განიცდიან მარიტა მეფარიშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს, თუმცა ამ ტრაგედიას სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა.