თეგებით ძიება

მძიმე მოვლენაა, როდესაც ასეთი ადამიანი საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით დადის - ირაკლი კობახიძე ადეიშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბ ადეიშვილი არის არა მხოლოდ ბრალდებული კონკრეტულ დანაშაულებში, არამედ ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი გასული წლების მანძილზე.

„ჩვენ უკრაინის ხელისუფლებასთან გვაკავშირებს ცალმხრივი მეგობრობა, ცალმხრივი სოლიდარობა, ცალმხრივი ინტერესების გათვალისწინება, რაც ძალიან მძიმეა და მიუღებელი მოვლენაა. ზურაბ ადეიშვილი არის არა მხოლოდ ბრალდებული კონკრეტულ დანაშაულებში, არამედ ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი გასული წლების მანძილზე. ადამიანი, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, აყალიბებდა რეპრესიულ მანქანას, იყო ბიზნესის რეკეტის სათავეში და ა.შ. როცა ასეთი ადამიანი დადის საერთაშორისო სტრუქტურებში უკრაინის ხელისუფლების სახელით, ეს არის მძიმე მოვლენა. რას ვიზამთ, ეს ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა