თეგებით ძიება

ბოდიშს ვიხდი იმ ოჯახის წინაშე, ასეთი სამარცხვინო სურათის მომსწრე რომ არიან - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას აკრიტიკებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარალმენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა და თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

"კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში. ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რომ ეს გაანეიტრალოთ, არ გამოგივათ. ხალხი არ დაგიდგათ გვერდში. ხალხმა იცის ის რაც მოხდა, არის ტრაგედია. ის რაც მოხდა, ოჯახის მერე ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის და მთელი მერია. ამას გრძნობს ხალხი და ამიტომაც არის, რომ ხელმოცარულები დადიხართ, მათ შორის პოლიტიკურად. არ გამოგდით, იმიტომ, რომ არასწორად დგახართ. უსამართლოდ დგახართ, არასწორ არგუმენტებზე დგახართ. ტრაგედიებზე მონადირენი ხართ, როგორ არ გრცხვენიათ? რამე სიწმინდე გაგაჩნიათ? გამოძიება არასწორად თუ წავიდა, მერე მაინც თქვით, საფუძველი რომ გქონდეთ, რომ გამოხატოთ თქვენი სამართლიანი აღშფოთება. ამხელა ტრაგედია მოხდა, სრულყოფილად უნდა გამოიძიონ, რომ რაღაც კითხვები არ გაჩნდეს შემდეგ. ბოდიშს ვიხდი იმ ოჯახის წინაშე, ასეთი სამარცხვინო სურათის მომსწრე რომ არიან“, - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრაგედიაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა