მარტო სამი თითი ხომ არ უნდა აჩვენოს ხოლმე ქალაქს არა?! პასუხისმგებლობაც ხომ უნდა აჩვენოს - თაკო ჩარკვიანი კალაძეზე
დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.
"რაც შეეხება კალაძეს, უთუოდ უნდა გადადგეს, თუ რაიმე სინდისი შერჩა, ეს არის მისი ვალდებულება. მე ძალიან ობიექტურად ვცილობ გავიარო ეს ყველაფერი, ნუ გააღიზიანებენ ხალხს, მოხდა დიდი ტრაგედია, რა თქმა უნდა, ამაში იკვეთება ქალაქი ვისაც აბარია. მარტო სამი თითი ხომ არ უნდა აჩვენოს ხოლმე ქალაქს არა?! პასუხისმგებლობაც ხომ უნდა აჩვენოს არა?!", - განაცხადა ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრაგედიაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.