თეგებით ძიება

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7627 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7645 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.18 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7141 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6946 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.95 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1486 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.1125 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 ოქტომბრიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა