თეგებით ძიება

ხელვაჩაურის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ პარტია დატოვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის პოსტი და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

ღავდგირიძის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა შანტაჟი, რომელსაც მის მიმართ თანაპარტიელები და პარტიის ადგილობრივი ლიდერები ახორციელებდნენ.

„ჩემი პირადი მიმოწერები და სატელეფონო საუბრები გადასცეს მესამე პირებს. მიმდინარეობდა ჩემი შანტაჟი, რის შესახებაც სამართალდამცველებს უკვე მივმართე და წარვუდგინე შესაბამისი მტკიცებულებები. მე ვერ ვიქნები პარტიაში, რომელსაც საქართველოდან გაქცეული დავით კეზერაშვილი აფინანსებს“, – განაცხადა თავდგირიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა