თეგებით ძიება

კანონის წინაშე ყველა თანასწორია - რას ამბობს კახა კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე?

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკის ტრაგედიაზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიებასთან მისი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს.

„რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს. იცით, რომ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის, მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა. პოლიციამ 9 პირი დააკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა