მზად ვარ, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი - კახა კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე
მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ვაკის პარკის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
"რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე.
ჩემთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები," - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, ვაკის პარკში, 13 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა. ბავშვებს, რომლებიც თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. წყალში ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა. შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სისოცხლე ემსხვერპლა.