თეგებით ძიება

დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და მერე ციხეში მოხვედრა - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ზურაბ ადეიშვილის ევროპის საბჭოში გამოჩენას ეხმაურება.

"რამდენი წელია ვუყურებთ ერთი და იმავე უკრაინული სახელმწიფოსგან, რომლისთვისაც არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაგვიდგამს, საპასუხოდ კი ვიღებთ იმას, რომ სუვერენიტეტის მიმართ ვხედავთ შეურაცხმყოფელ ნაბიჯებს. ადეიშვილი, რომელიც ბრალდებულია არაერთ საკითხში, ამის ფონზე უკრაინის სახელმწიფო მაღალი დონის სტრუქტურები არ ერიდებიან მასთან თანამშრომლობას.

დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და მერე ციხეში მოხვედრა.

უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ისე, როგორც დღემდე ვაკეთებდით," - აცხადებს თეა წულუკიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა