უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობა გვაქვს და ეს უკვე წლებია, გრძელდება - ირაკლი კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯერ უკრაინის წინა ხელისუფლება და ახლა მოქმედი ხელისუფლება იფარებენ უმძიმეს დამნაშავეებს, კრიმინალებს, რაც წარმოადგენს უპატივცემულობის გამოხატულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ.
„ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა უკრაინა არის ომის მდგომარეობაში. გარდა ამისა, უკრაინელი ხალხი ისტორიულად ჩვენი მეგობარი ხალხია და ამას ვცემთ პატივს. უმძიმესი ნაბიჯების მიუხედავად, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ამის მიუხედავად, მზად ვართ, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან. ახლა არის ომის მდგომარეობა და გვაქვს რბილი მიდგომა, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით. მომავალში რა იქნება, წინასწარ გამიჭირდება ამის თქმა“, – განაცხადა კობახიძემ.