თეგებით ძიება

მას არ შეუძლია სასამართლოს პროცესზე მონაწილეობა მიიღოს - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია სასამართლო პროცესზე დასწრება.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შუამდგომლობას დავაყენებ, რომ პროცესი გადაიდოს. მას არ შეუძლია სასამართლოს პროცესზე მონაწილეობა მიიღოს. ვერ განახორციელებს დაცვის ვერც ტაქტიკას, ვერც სტრატეგიას და შესაბამისად, განაჩენი კანონიერი არ იქნება.

ამას ადვოკატი კი არ წერს, ან ვინმე გარეშე პირი, არამედ ის ვინც უშუალოდ უტარებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე ჯგუფის ხელმძღვანელი ამას აღნიშნავს, რაც ჩვენი აზრით, ყველა ვარიანტში უნდა გაიზიაროს სასამართლომ“, - აცხადებს ხაჭაპურიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა