კახა კალაძეს პიარკამპანია არ სჭირდება - რას ამბობს ანრი ოხანაშვილი?
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი თბილისის მერის კახა კალაძეს შესახებ საუბრობს.
"კახა კალაძეს პიარკამპანია არ სჭირდება და შესაბამისად, მისი ქმედებები არ არის მიმართული პიარკამპანიისთვის, მით უმეტეს, ამ დროს. პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ყველა გრძნობს და არავის აქვს განცდა იმის, რომ ის, რაც ხდება ჩვენ არავის არ გვეხება. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას და არავინ არა არის გულგრილი ამ ტრაგედიისადმი. გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს ვინ დააშავა. კახა კალაძეს, რომ პირადად რამე დაერღვია მისი საკითხიც შეიძლება დამდგარიყო“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.