პოლონეთიდან შემოტანილი 52 000 კგ. გაყინული ქათმის ხორცი სანიტარულ ნორმებთან შეუსაბამობის გამო, განადგურდ
პოლონეთიდან შემოტანილი 52 000 კგ. გაყინული ქათმის ხორცი სანიტარულ ნორმებთან შეუსაბამობის გამო, განადგურდა, - ამის შესახებ შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის (52 000 კილოგრამი) ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების, „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-16 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.