თეგებით ძიება

ადგილობრივი ექსპორტი 30%-ით გაიზარდა - საქსტატი

ადგილობრივი ექსპორტი 30%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 4 მილიონ 97 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 37.4%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 68.75-ს შეადგენს. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.9%-ით გაიზარდა და 2 მილიონ 814 ათას დოლარს გაუტოლდა.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა