თეგებით ძიება

კალაძემ აირჩია, დაეთმო ღირსება, თბილისი არ აპატიებს - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, თბილისის მერს, კახა კალაძეს ჰქონდა საშუალება არჩევანი გაეკეთებინა თანამდებობის დათმობასა და ღირსების დათმობას შორის - მან აირჩია, დაეთმო ღირსება.

"კალაძე ფიქრობს, რომ მთავრობის სხდომაზე წუთიერი დუმილის შემდეგ ყველაფერი ძველებურად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დამერწმუნოს და ამაში თბილისი დამერწმუნება, თბილისი ასეთ შემთხვევებს და ასეთ კადნიერებას არ ივიწყებს და უბრალოდ არ პატიობს. რახან მან ეს არჩევანი გააკეთა, თბილისელები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ყველას აქვს უკვე ფობია ჩამოყალიბებული, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც კალაძის პირობებში განხორციელდა უხარისხოა და შეიცავს სასიცოცხლო საფრთხეს. ამიტომ როცა შენ ამ მძიმე მოცემულობას თვალს არ უსწორებ და პასუხისმგებლობას არ იღებ, გასაგებია შენ დათმე ღირსება, და არ დათმე თანამდებობა. ასეთი ტიპის ადამიანი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან ამის შესახებ არაფერი სმენია", - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ბავშვებს, რომლებიც შადრევნიდან ბურთის ამოტანას ცდილობდნენ, დენმა დაარტყა. შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ესმხვერპლა. მომხდარზე 9 წლის პირი დააკავეს. გამოძიება ისევ მიმდინარეობს. საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა უნდა დატოვოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა