თეგებით ძიება

მაგ საბჭოს მდივანი არის ოლექსი დანილოვი, რომელიც ომისკენ მოგვიწოდებს - ირაკლი კობახიძე ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებაზე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება.

"მაგ საბჭოს მდივანი არის ოლექსი დანილოვი, რომელიც ომისკენ, მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდებს. მეტი კომენტარი ამას არ სჭირდება. დანილოვი თან მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, თან ცდილობს დაშანტაჟებას. რისთვის ითხოვს დაშანტაჟებას? მეორე ფრონტისთვის. ლოგიკა თქვენთვის მომინდვია. საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება, ვერც დანილოვი და ვერც სხვები ამას ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინამ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ნათესავები დაასანქცირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა