ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7657 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7660 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.03 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7082 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1487 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.0987 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 ოქტომბრიდან შევა ძალაში.