ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7569 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7657 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.88 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6849 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.33 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1482 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.0618 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 ოქტომბრიდან შევა ძალაში.