ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისლამური ორგანიზაციის სახელმწიფოებთან ყველა სფეროში - სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს, ისლამური ორგანიზაციის სახელმწიფოებთან გააგრძელოს ურთიერთობები ყველა სფეროში.
"რუსეთი და ისლამური ცივილიზაციის სახელმწიფოები არიან გრძელვადიანი საიმედო პარტნიორები, რომლებიც თანამშრომლობენ უსაფრთხოების, სტაბილურობის, ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისლამური ორგანიზაციის სახელმწიფოებთან ყველა სფეროში, სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურებისა და ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებების პატივისცემით“, - განაცხადა ლავროვმა.