თეგებით ძიება

ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოსა და უკრაინას, სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს დასავლურ პერსპექტივებზე საუბრობს.

"ჩვენ თანმიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირის და ნატოს წევრობა და ამისათვის ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს. მე ვფიქრობ, რომ ახლა არსებობს რეალურის შესაძლებლობა ამისა, თუკი ლიდერები შეთანხმებიან და გადადგამენ რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის და ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების იმისათვის, რომ ევროკავშირმა დაინახოს ეს მზაობა, სწორედ ეს არის საჭირო რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია და ეს ნაბიჯებია გადასადგმელი.

ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას, ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, ეს სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს იმიტომ რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც შეიჭრა რუსეთი და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა", - აცხადებს კელი დეგნანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა