თეგებით ძიება
25. 10. 2022 მსოფლიო

რუსეთის პოტენციალი ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში იხარჯება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ეს ზამთარი უკრაინის ისტორიაში ყველაზე რთული იქნება.

"გავიაროთ ეს ზამთარი, რომელიც ყველაზე რთული იქნება ჩვენს ისტორიაში. შეასრულეთ სამუშაოს საჭირო ნაწილი შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულზე, რათა მივიღოთ სახელმწიფოსთვის საჭირო შედეგი. შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური მობილიზება თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის და არ მივცეთ საშუალება ჩვენს საერთო მტერს, გაყოს გლობალური პროდემოკრატიული კოალიცია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან, ასევე, დასძინა, რომ რუსეთი აღარასოდეს იქნება სუბიექტი, რომელსაც შეუძლია, ვინმეს რაღაც უკარნახოს.

"დღეს არის ზუსტად 8 თვე სრულმასშტაბიანი ომის. რა იქნა მიღწეული ამ ხნის განმავლობაში? ჩვენ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და რუსეთი ამას ვერ შეცვლის. ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინის მიწას. უკრაინა ამსხვრევს მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას და ამიერიდან რუსეთი მხოლოდ მთხოვნელი იქნება. ის რაღაცას ევედრება ირანს, ცდილობს დასავლეთის სახელმწიფოებიდან რაღაც მიიღოს. რუსეთის პოტენციალი ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში იხარჯება“, - განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა