გერმანიას არ სურს რუსეთის მიერ ნაკარნახევი "მშვიდობა" - ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მათ არ სურთ რუსეთის მიერ ნაკარნახევი "მშვიდობა".
"ჩვენ გვესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას. ახლა მთავარია ვიხილოთ უკრაინის სუვერენიტეტი და მთლიანობა. ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოს ოკუპაციას და მათ მიერ გამოცხადებულ მშვიდობას“, - განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, ამ პოზიციას იზიარებენ, როგორც დანარჩენ ევროპაში, ასევე გერმანიაში.