ყირიმის ოკუპაცია დროებითია, ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება - ვოლოდიმირ ზელენსკი(ვიდეო)
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება.
"მშვიდობა არის ის, რისკენაც მივისწრაფვით და რატომაც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა დონეზე. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ყირიმიდან დაიწყო. 8 წლის წინ ეს მზადება იყო, რომელიც ფართომასშტაბიან ომს მოასწავებდა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია შიმშილის, შანტაჟისა და დაშინების დასაწყისი იყო. რუსეთმა მიტაცებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად მსოფლიოს ბირთვული შანტაჟი დაიწყო.
ჩვენ ერთიანები ვართ რათა რუსეთის მიერ დათესილი ქაოსი შევაჩეროთ. ყირიმის ოკუპაცია დროებითია. უკრაინული დროშა მის კანონიერ ადგილს დაუბრუნდება. ეს იქნება ყირიმის ქალაქები და სოფლები. როდესაც ეს მოხდება - იქ მცხოვრები ადამიანები დაინახავენ, რომ მსოფლიო მათ გვერდით დგას.
ჩვენ ვუპასუხებთ ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ყირიმის ოკუპაციამ გამოიწვია. ყირიმში ეთნიკური და რელიგიური წმენდა მიმდინარეობს.
გასული წლებისა და იმ ტერორის შემდეგ რაც ყირიმმა და ყირიმელებმა გადაიტანეს, რეინტეგრაცია რთული იქნება, თუმცა პარტნიორების მხარდაჭერით ამას შევძლებთ. ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება და ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით. ამ მიზანს ყოველდღიურად ვუახლოვდებით“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.