თეგებით ძიება
26. 10. 2022 მსოფლიო

რუსეთი, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს იწყებს - რა განაცხადა პენტაგონმა?

პენტაგონის განცხადებით, რუსეთმა, შეერთებულ შტატებს Grom-2022 სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების ჩატარების შესახებ უკვე ოფიციალურად აცნობა.

წვრთნების დროს გაშვებული იქნება ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების ტარება.

რუსული მედიის ინფორმაციით, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები 26-29 ოქტომბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად, ბელგია მასპინძლობს NATO-ს ყოველწლიურ სამხედრო-საჰაერო ძალების სწავლებას Steadfast Noon-ს, სადაც არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს იყენებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა