ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის - ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის საფასურს გადაიხდის.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის ამ გენოციდისთვის საფასურს, რომელსაც ის ერთი წელია ახორციელებს და რომელიც ახლაც გრძელდება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
„ისევე, როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის ალიანსმა, ნეთანიაჰუ და მკვლელობის მისი ქსელიც ასევე შეჩერდება. მსოფლიო, რომელშიც ღაზას გენოციდზე პასუხს არავინ აგებს, ვერასოდეს იპოვის მშვიდობას“, - დასძინა ერდოღანმა.