თეგებით ძიება

მინდა ბინის ყიდვა, რითი დავიწყო? - პრაკტიკული რჩევები

ბინის შეძენა ცხოვრების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და შეძენამდე აუცილებლად კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული რა საჭიროებები გექნებათ ახალ ბინაში.

მდებარეობა

ბინის შერჩევისას, პირველ რიგში, საცხოვრებელი კომპლექსის ადგილმდებარეობას უნდა დავაკვირდეთ და არჩევანი გააკეთოთ ისეთ უბანზე, სადაც ხელი მარტივად მიგიწვდებათ საჭირო და საკვანძო ადგილებზე, როგორიცაა მაგალითად მეტრო, სავაჭრო ცენტრები, სკოლა, ბაღი, აფთიაქები თუ საავადმყოფოები.

ბინის პროექტი

ის, თუ როგორ არის დაპროექტებული ბინა, სამომავლოდ ჩვენი ცხოვრების წესსაც აუცილებლად განსაზღვრავს. ეს კი დამოკიდებულია ოთახების განლაგებაზე, სივრცეების ზომებსა და მათ ათვისებაზე. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ბინა საკმაოდ დიდი ზომის, ნათელი და კომფორტული ჩანდეს, თუმცა სივრცის დიდი ნაწილი უფუნქციოდ იყოს დატოვებული. ან რეალურად პატარა ზომის ბინაში მაქსიმალურად ათვისებული სივრცე დიდ კომფორტს ქმნიდეს, ეს ყველაფერი კი სწორედ დაპროექტებაზეა დამოკიდებული.

შენი საჭიროებები და შესაძლებლობები

მნიშვნელოვანი დეტალია, თუ რამდენი ადამიანი იცხოვრებთ ბინაში, იქნებიან თუ არა მათ შორის ბავშვები ან ხანდაზმულები, სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ბინის სიდიდე ან/და მასში შემავალი ოთახების რაოდენობის საკითხი. ახლოს მდებარე ობიექტების მნიშვნელოვნება, ცხადია, ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ.

როდესაც განსაზღვრავთ თქვენს ბიუჯეტს და საცხოვრებელ უბანსაც შეარჩევთ, დროა შეხვიდეთ alphahome.ge-ზე ან დარეკოთ ნომერზე: *71 71


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა