ფაშინიანმა მოსკოვში ველოსიპედით გაისეირნა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვის ცენტრში ველოსიპედით გაისეირნა. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.
:ძალიან კარგი ველობილიკია მოსკოვში და აქ ვისეირნეთ“ - ამბობს ფაშინიანი ვიდეოში.
ფაშინიანმა რამდენიმე კილომეტრი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე გაიარა.
მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა.