როგორია 1 კვ.მ. ბინის ღირებულება ახალაშენებულ კორპუსში - სტატისტიკა უბნების მიხედვით
ორგანიზაცია Galt&Taggart-ი უძრავის ქონების მიმოხილვაში აქვეყნებს, რომელშც ასახულია 1 კვ.მ. ბინის ღირებულება ახალაშენებულ კორპუსში (თეთრი კარკასის კონდინცია). ყველაზე ძვირი ბინები ტრადიციულად მთაწმინდასა და ვაკეში ღირს, ხოლო ყველაზე იაფი დიდ დიღომსა და ვაშლიჯვარში.
უბნების მიხედვით 1 კვ.მ.-ის ფასი (აშშ დოლარი) ასე გამოიყურება:
- მთაწმინდა - 2658
- ვაკე - 2271
- ჩუღურეთი - 1675
- საბურთალო - 1539
- კრწანისი - 1456
- დიდუბე - 1230
- ისანი - 1219
- ნაძალადევი - 1162
- სამგორი - 1037
- გლდანი - 1035
- დიდი დიღომი - 997
- ვაშლიჯვარი - 952