თეგებით ძიება

რამდენპროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი საქართველოში 2022 წელს - კობა გვენეტაძე ინფორმაციას ავრცელებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, 2022 წელს საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10 პროცენტამდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით 2022 წელს მოსალოდნელია 8.5%-იანი ეკონომიკური ზრდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა