ლარი კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7821 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.98 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7874 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7329 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.45 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1495 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2178 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 ოქტომბრიდან შევა ძალაში.