რამდენი ჯარისკაცი დაიბრუნა უკრაინამ ტყვეთა გაცვლის შედეგად?
ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინამ 10 ჯარისკაცი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
„ჩვენები სახლში არიან. მოვახდინეთ ტყვეთა მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 10 უკრაინელი სამხედროს სახლში დაბრუნება. მათ შორისაა ერთი ოფიცერი, 9 რიგითი და სერჟანტი. მადლობას ვუხდი სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბს. ვაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ყველა ჩვენიანს სახლში არ დავაბრუნებთ”, - წერს ერმაკი „ტელეგრამზე".
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.