დემოკრატიის უდიდესი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა - გიორგი გახარია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ის მხრიდან მოლდოველი ოლიგარქებისა და კრემლთან დაკავშირებული პირების სანქცირებას ეხმაურება.
"დემოკრატიის უდიდესი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა. ისინი ანადგურებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხელს უშლიან განვითარებას და მომავლის იმედს კლავენ. საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს", - აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.