ცნობილია, ევროკომისია კიდევ რამდენი მილიონს გამოყოფს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად
ევროკომისიამ კიდევ 100 მილიონი ევრო გამოყო შვიდ წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, იუწყება Ukrinform-ი.
„წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხები, რათა გააგრძელონ ლტოლვილებისთვის სასწრაფო დახმარების შეთავაზება, როგორიცაა, საკვები, ტრანსპორტი და დროებითი საცხოვრებელი“, ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. ევროკავშირი უკრაინას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს.